Gen Z, 1997-დან 2012 წლამდე დაბადებული თაობა. ისინი გაიზარდნენ მსოფლიოში, სადაც ტექნოლოგიები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვანახებდნენ მათ საჭიროებას ჩვენს ცხოვრებაში. შედეგად კი, არა ერთხელ გვანახეს მათი წვლილი და მიღწევები ტექნოლოგიების განვითარებასა და გამოყენებაში.
Gen Z-ის ტექნოლოგიებთან ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი მახასიათებელია მათი სწრაფი ადაპტაციის უნარი ახალ მოწყობილობებთან და პლატფორმებთან. ეს თაობა გაიზარდა სმარტფონებით, სოციალური მედიით და სხვა ციფრული ტექნოლოგიებით, რომლებთაც აქტიურად იყენებენ არა მხოლოდ კომუნიკაციისთვის, არამედ სწავლასა და გასართობად. მათ შეუძლიათ რამდენიმე მოწყობილობისა და პლატფორმის ერთდროულად გამოყენება, მაგალითად, სმარტფონზე ვიდეოს ყურება დავალების შესასრულებლად ლეპტოპის გამოყენებთ.
Gen Z არის უაღრესად კრეატიული თაობა, როდესაც საქმე ეხება ტექნოლოგიას. მათ აქვთ უნარი გამოიყენონ ციფრული ხელსაწყოები კონტენტის შესაქმნელად და გასაზიარებლად, იქნება ეს მუსიკა, ვიდეო თუ ხელოვნება. ამ კრეატიულობამ ხელი შეუწყო ახალი პლატფორმების და აპლიკაციების განვითარებას, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი თავი ინოვაციური გზებით.
ამავდროულად, Gen Z უფრო მეტად ზრუნავს კონფიდენციალურობაზე და უსაფრთხოებაზე, ვიდრე წინა თაობები. მათ იციან პერსონალური ინფორმაციის ონლაინ გაზიარების რისკები და საფრთხეები, შესაბამისად უფრო დაკვირვებით მოქმედებენ საკუთარი მონაცემების დაცვისათვის. ისინი, ასევე აფასებენ გამჭვირვალობასა და ავთენტურობას იმ კომპანიებსა და ბრენდებისგან, რომლებთანაც ურთიერთობენ. გარდა ამისა, ორმაგად მხარს უჭერენ ბიზნესებს, რომლებიც პირნათლად იცავენ პერსონალური მონაცემების დაცვის პილიტიკას.
Gen Z-ის ტექნოლოგიებთან ურთიერთობა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფებით არ შემოიფიარგლება, ისინი ძალიან მეგობრულები არიან ე.წ ჰარდვეართან. იყენებენ უახლეს მობილურის დივაისებს, უსადენო ყურსასმენებს, სმარტ საათებს, ხოლო გადაასადგილებლად ეკო მეგობრულ ელექტორნულ სკუტერებს და საზიარო ტრანსპორტს.
ყველა ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შეგვძლია ვთქვათ, რომ Gen Z-ის უნიკალური ურთიერთობა აქვს ტექნოლოგიებთან, როგორც გამოყენების, ასევე მათი შექმნა/განვითარების ნაწილში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩვენს დღევანდელობაში Gen Z ყველაზე დიდი სამომხმარებლო სეგმენტია და ასევე ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა მათზე. აქედან გამომდნარე, ბაზარზე არსებული ბიზნესებისა და ბრენდებისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების სურვილებისა და პრიორიტეტების გაგება, რათა სამომავლოდ დააკმაყოფილონ მათი საჭიროებები, მოლოდინები და სურვილები, რომელიც შეიძლება ახალ, ინოვაციურ პროდუქტს ნიშნავდეს.