Gen Z, 1997-დან 2012 წლამდე დაბადებული თაობა, რომელიც გამოირჩევა თავის მოვლის სიყვარულით. მათი დამოკიდებულება თავის მოვლასთან დაკავშირებით ძალიან სენსიტიურია და მკაცრად მიჰყვებიან რამდენიმე საფეხურიან დღის თუ ღამის რუტინებს. ზუსტად აქვთ გააზრებული ჯანსაღი სხეულის და კანის მნიშნელობა, სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე ეხება კანის მოვლას არ იშურებენ არც ფინანსებს და არც ენერგიას. ამ თაობისთვის კანის მოვლა არ არის დამღლლელი რუტინა, პირიქით, დღის ბოლოს ეს ერთგვარი რელაქსი და რიტუალია, რომლისთვისაც განკუთვნილი აქვთ დრო და სპეციალური ხელსაწყოები. მათი აზრით ეს არის საუკეთესო საშუალება საკუთარ თავთან სიახლოვისთვის, განტვირთვისა და დასვენებისთვის. რახან რელაქსს და განტვირთვას შევეხეთ, ასევე უნდა აღინიშნოს, ისინი არა მარტო სახლის პირობებში უვლიან კანს, არამედ იტარებენ ღრმა კოსმეტოლოგიურ პროცედურებს კანის სიღრმისეული მოვლისთვის. ჩვენს დღევანდელობაში სოც.მედია ძალიან დიდ პროპაგანდას უწევს თავის მოვლას. შესაბამისად, საკმაოდ დიდი როლი ითამაშა Gen z-ს დამოკიდებულებაზე თავის მოვლასთან დაკავშირებით. ამ თაობამ შექმნა სხვადასხვა სახის პლათფორმა და არხი, სადაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ თავის მოვლის რუტინებს. აცნობენ და ურჩევენ ახალ პროდუქტებს, რომელმაც მათი მოწონება დაიმსახურა. აწყობენ ღონისძიებებს თავის მოვლასთან დაკავშირებით, რადგან ბევრ ადამიანს მიაწვდინონ ხმა, ასწავლონ და შეაყვარონ კანის მოვლა. Gen Z-სთვის თავის მოვლის კიდევ ერთი გამოხატულება მაჯიაჟია. ბუნებრივობასთან ერთად მორგებული აქვთ ექსტრავაგანტული მაკიაჟი, რომლითაც საკუთარ თავს გამოხატავენ. მაკიაჟს იყენებენ თავიანთი ხასიათისა და განწყობის შესაფერისს, შედეგად ხალხს სწორედ ამით ამახსოვრებინებენ თავს. უპირატესობას ანიჭებენ განსხვავებულ, თავიანთ თავზე მორგებულ მაკიაჟს და ხშირად რაღაც ამბავსაც კი გადმოგცემენ ამით. ეს თაობა ქმნის მაკიაჟის ტრენდებს, რომელსაც, ისევ და ისევ თავიანთი შექმნილი არხებით ავრცელებენ და უზიარებენ ძალიან ბევრ ადამიანს. საბოლოოდ, ალბათ გასაკვირი არ იქნება ჩვენი კვლევის შედეგები, რადგან თავის მოვლის კატეგორია იყო ერთ-ერთი უპირობო ლიდერი. დღეს ბაზარი სავსეა როგორც თავის მოვლის საშუალებებით, ასევე დეკორატიული კოსმეტიკით თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტუდენტები იღებენ იმას რაც სურთ. მხოლოდ სადღესასწაულო პერიოდში გაკეთებული ფასდაკლებები არის ერთი, რომელსაც ბაზარი სთავაზობს მათ. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი კი არ ნიშნავს მათზე მორგებულ შეთავაზებას.
Gen-z x Self care
