თქვენ, თუ იცით დღიურად რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ თანხას სტუდენტები?
Gen Z-ს, 1997-დან 2012 წლამდე დაბადებულ თაობას, განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს საკვებთან. ეს თაობა ცნობილია მისი გურმანული და ავთენტური კერძების სიყვარულით, ამავადროულად, კი, ჯანსაღი კვებისადმი მიდრეკილებით.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩვენი კვლევის შედეგებით კვება ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა, რაშიც სტუდენტები აქტიურად ხარჯავენ ფულს. მათი ყოველდღიური ბიუჯეტის 30-40 % იხარჯება კვებაზე.
მოდი, გავიგოთ კვების რა მიმართულებებია მათთვის საინტერესო და რა არის ამის მიზეზი ?
Gen Z-ის საკვებთან ურთიერთობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელია მათი თავგადასავლები. ეს თაობა ღიაა ახალი კერძებისა და სამზარეულოს გასასინჯად და ხშირად ეძებს უნიკალურ და ეგზოტიკურ კერძებს.
გარდა ეგზოტიკური კერძებისა gen z -ს თაობა გამოირჩევა ეკონომიურობით. ისინი კვირის განმავლობაში მინიმუმ 2-ჯერ სტუმრობენ სხვადასხვა სახის სწრაფი კვების ობიექტებს.
ეს კი გამოწვეულია 2 მიზეზით, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ.
- დრო – მათი ცხოვრების სტილი ძალიან ჩქარია და კარგად აქვთ გაცნობიერებული დროის ფასი, შესაბამისად ცდილობენ ის უსარგებლოდ არ დახარჯონ.
- ბიუჯეტი – რომელიც, დღის და კვირის მაძილზე ძირითადად გაწერილი აქვთ. აქედან გამომდინარე, სწრაფი კვების ობიექტი ყველაზე კარგი გადაწყეტილებაა მათთვის.
(აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენმა გუნდმა ჩაატარა კვლევა, რის ფარგლებშიც გამოვლინდა 10 ყველაზე მოთხოვნადი სწრაფი კვების ობიექტი)
ამავდროულად, Gen Z დაინტერესებულია ჯანსაღი კვებით. ეს თაობა უფრო მეტად ზრუნავს ჯანმრთელობაზე, ვიდრე წინა თაობები. ისინი მზად არიან გადაიხადონ უფრო მეტი ორგანული, არაგენმოდიფიცირებული და ადგილობრივი წარმოების საკვებში.
დღეს ჯანსაღი კვების მიმართულება საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა და ახალგაზრდებიც აქტიურად ჩაერთვნენ მასში. ეს ყველაფერი კი კვების ბაზარზეც ანალოგიურად აისახა. მომრავლდა ჯანსაღი კვების და კეტო დიეტების მიმართულებით საკვები პროდუქტების მიმწოდებელი კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა საფასო სეგმენტში მომხმარებელს სხვადასხვა სახის ჯანსაღ საკვებს სთავაზობენ.
რახან ჯანსაღ კვებაზე, ვსაუბრბთ, ასევე, უნდა ავღნიშნოთ ის საკითხიც, რომ მასთან ერთად საქართველოში მომრავლდა სხვადსხვა ტიპის ფიტნეს და გამაჯანსაღებელი ცენტრები.