Gen Z, 1997-დან 2012 წლამდე დაბადებული თაობა ცნობილია ჯანმრთელობასა და ჯასნაღ ცხოვრების სტილზე ფოკუსირებით.
Gen Z-ის ფიტნესისადმი შეხედულება განსხვავებულია, ისინი ფიტნესით სტანდარტული საჭიროებების გამო არ ინტერესდებიან. მათ ძალიან კარგად ესმისთ ჯანსაღი ცხოვრების სტილის მნიშვნელობა, შესაბამისად ისინი ცდილობენ ფიტნესი მათი ცხოვრების სტილის და რუტინის ნაწილი გახდეს. ფიტნესში რა თქმა უნდა მხოლოდ gym-ს არ ვგულისხმობთ.
ამ თაობისთვის ფიტნესს მხოლოდ ტრადიციული დატვირთვა როდი აქვს. ისინი კარდიო და წონით ვარჯიშებთან ერთად ინტერესდებიან ჯანსაღი ცხოვრების ისეთი მიმართულებებითაც, როგორებიცაა იოგა, პილატესი, ცურვა, ცეკვა და სხვა. ასევე, უფრო მეტად აღიქვამენ ფიტნესს, როგორც თვითგამოხატვის და კრეატიულობის ფორმას, იყენებენ მოძრაობასა და ვარჯიშს თავიანთი უნიკალური იდენტობისა და პიროვნების გამოსახატავად.
Gen Z ასევე, უფრო მეტად განიხილავს ფიტნესს, როგორც ჰოლისტურ მისწრაფებას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ ფიტნესს, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ისინი, უფრო მეტად ანიჭებენ პრიორიტეტს სტრესის შემამცირებელ აქტივობებს, როგორიცაა მედიტაცია, გონებამახვილობა და თავის მოვლის პრაქტიკა, იმის გაცნობიერებით, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური.
სოციალურმა მედიამ დიდი როლი ითამაშა Gen Z-ის ფიტნესისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ეს თაობა უფრო მეტად იყენებს სოციალური მედიის ჯგუფებს და ფიტნეს ინფლუენსერებს, საკუთარი ფიტნეს მოგზაურობის გასაზიარებლად და ახალი ვარჯიშებისა და ვარჯიშის ტექნიკის აღმოსაჩენად. მათთვის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად იყენებენ ფიტნეს აპებს საკუთარი პროგრესის დასაკვირვებლად..
დასასრულს, Gen Z არის თაობა, რომელსაც ჯანსაღი ცხოვრების სტილი ცხოვრების წესად აქვს ქცეული. მათი შეხედულებით მსგავსი ცხოვრების სტილი მათ მენტალურ ჯანმრთელობასა და სამუშო პროდუქტიულობაზე ისახება.
.
მთავარ გამოწვევად ისევ მათზე არამორგებული შეთავაზებებია, რომელსაც ბაზარი გვთავაზობს. ამის გამო სტუდენტების უმეტესობა ფიტპასშია ჩართული, რისი დახმარებითაც საშუალება აქვთ მიიღონ სხვადასხვა სახის სერვისი ერთი გადახდით. ეს, კი შეიძლება მათზე მორგებულ შეთავაზებათ ჩავთვალოთ?